უნივერსიტეტების გამოფენა
მარტი 09, 2023

ხუთშაბათს, 2 მარტს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების გამოფენა (University Fair) გაიმართა.
ჩვენს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ საუნივერსიტეტო პროგრამებისა და მიღების წესების შესახებ.
გამოფენაში შემდეგმა უნივერსიტეტებმა მიიღეს მონაწილეობა:
1. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
2. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
3. კავკასიის უნივერსიტეტი
4. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
5. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
6. მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
7. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში
8. ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში
9. ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
10. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
11. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
დიდი მადლობა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის!
Photo Credit ©Tamar Rekhviashvili