ზაფხულის აკადემია

ზაფხულის აკადემია

2025

ამერიკულიაკადემია აცხადებს მიღებას ზაფხულის აკადემიის მეცამეტე სესიაზე.

საზაფხულო სკოლის მიზანია ყოველი მოსწავლის ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა. მიგვაჩნია, რომ სწავლა და გართობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ უნდა იყოს. 

მოსწავლეები აქ სახალისო და, ამავდროულად, აკადემიურად დატვირთული გამოცდილებას მიიღებენ. ჯგუფური მუშაობა, მოკლე ლექციები, დებატები, პრეზენტაციები, ლაბორატორიული სამუშაოები, სპორტული შეჯიბრებები და ინტელექტუალური თამაშები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიზნად ისახავს კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას.

ჩვენი კოლექტივი შედგება: ამერიკული აკადემიის მასწავლებლების და კურსდამთავრებულებისაგან იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთ სფეროებში. მათი შრომის მეშვეობით, ზაფხულის აკადემიის მოსწავლეები დაესწრებიან როგორც ტრადიციულ, ასევე არატრადიციულ კურსებს, ეზიარებიან ამერიკული აკადემიის გამოცდილებებს და ისარგებლებენ საუკეთესო თანამედროვედ აღჭურვილი საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზით, და სხვა აკადემიური რესურსებით. მოსწავლეებთან იმეგობრებენ აკადემიის გამორჩეული უფროსკლასელები, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად დამრიგებლების და მასწავლებლების ასისტენტების ფუნქციასაც შეითავსებენ. 

აკადემიური მოთხოვნები:

მოსწავლეებს მოეთხოვებათ, დროზე გამოცხადდნენ საკლასო ოთახში და თან იქონიონ ყველა საჭირო წიგნი და სასწავლო მასალა; პასუხისმგებლობით მოეკიდონ და დროულად შეასრულონ ყველა დავალება და პროექტი. აკადემიის სწავლების სპეციალური “ჰარკნესის მაგიდის” მეთოდოლოგია ითვალისწინებს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას საკლასო დისკუსიებში. 


სპორტული პროგრამა:

კალათბურთი, ფეხბურთი, კლდეზე ცოცვა, მაგიდის ჩოგბურთი, თანამედროვე ცეკვები,ფრიზბი.


მოსწავლეთა ტრანსპორტირება (ტრანსპორტირება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდტერიტორიიდან და უკუმიმართულებით):

მოსწავლეებს შეეძლებათ დამოუკიდებლად მოვიდნენ სკოლაში ან ისარგებლონ სკოლის ტრანსპორტით. ავტობუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიიდან ლისის მიმართულებით დაიძრება 10:30-ზე და დაბრუნდება 16:30-ზე. 


კაფეტერია:

მოსწავლეებს შესთავაზებენ უფასო ლანჩს, რომლის მენიუ ყოველდღიურად და/ან ყოველკვირეულად შეიცვლება.

ისტორია

საზაფხულო აკადემიის ისტორია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საზაფხულო სკოლა აკადემიის  კურსდამთავრებულებმა - ქეთი ხუხუნაშვილმა და ანა გეთიაშვილმა დაარსეს. საქართველოში ეს ახალი ფორმის სწავლება მათი მცდელობითა და ძალისხმევით  დამკვიდრდა და განვითარდა  2008 წლის პირველი სესიიდან ვიდრე 2014 წლამდე, როდესაც პროგრამის სახეცვლილება განხორციელდა.

პირველი სასწავლო პროგრამის ფარგლებში 10-16 წლამდე 60 მოსწავლე და 30 სტიპენდიატი ესწრებოდა ინგლისურის და მათემატიკის გაკვეთილებს 4 კვირის განმავლობაში. სტიპენდიის მქონე მოსწავლეები, რომელთაგან ზოგიერთს უკვე ჰქონდა ინგლისური ენის ცოდნის გარკვეული დონე, შერჩეულ იყვნენ თბილისის და ქალაქის გარშემო რეგიონების ზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებიდან. ინგლისური ენის პედაგოგები ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მათ გაიარეს სპეციალური მომზადება ინგლისურის, როგორც უცხო ენის (ESL) სწავლებაში. ხოლო, მათემატიკის მასწავლებლები შევარჩიეთ ადგილობრივი სკოლებიდან, რომლებმაც ასევე გაიარეს ტრენინგი საქართველოში. გაკვეთილების დროს ასისტენტების ფუნქციას ასრულებდნენ ინგლისური ენის მასწავლებლები პანკისის ხეობიდან (ჩრდილოეთი საქართველო) და სპასოვკიდან (სამხრეთი საქართველო) - ეს სამუშაო ასევე იყო მათი პროფესიული გადამზადების პროგრამის ნაწილი.


მიღების წესები

ზაფხულის აკადემიაში მიღების წესები, 2025 .


ზაფხულის აკადემიის ხანგრძლივობა: სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით,  23ივნისიდან -11 ივლისის ჩათვლით.

პროგრამები გათვლილია: პირველი, მე-2, მე-3/4, მე-5/6, მე-7/8 და მე-9/მე-10 და მე-11 მე-12 კლასელთათვის (ხუთ ასაკობრივ კატეგორიაზე გაწერილი განსხვავებული პროგრამებით)

დედმამიშვილებზე მოქმედებს 10%- იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)

ასაკი 6-დან -18 წლის ჩათვლით (I-XII კლასები)


პირველი და მე-2 კლასის პროგრამა:  

პირველ და მეორე კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ხუთსაათიან საავტორო პროგრამას სახელწოდებით „სათავგადასავლეთი“, რომელიც მოიცავს 15 დღეს და ხუთ მიმართულებას: სასაუბრო ინგლისური, თხრობა და ხელოვნება ქართულად, რიცხვების სამყარო,  სიმღერა / მუსიკა ქართულად და ინგლისურად, სპორტული თამაშობები. ყოველი დღე გახალისდება და შეივსება ფიზიკური აქტივობებითა და თამაშობებით.  (პროგრამაში ჩასართავად პირველ კლასში შემსვლელ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ პრესკულის ან სხვა ტიპის სტრუქტურირებულ სამუშაო გარემოში მონაწილეობის გამოცდილება - განსაკუთრებით ისეთი უნარები როგორებიცაა მერხთან ჯდომა, ინსტრუქციის გაგება და მისი შესრულება).

პროგრამას გაუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები. 

ჯგუფში მაქსიმუმ 12 მოსწავლე მოიაზრება. 


პირველი და მეორე კლასის ზაფხულის პროგრამის ღირებულებაა 1200 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება

სასწავლო მასალაექიმის მომსახურება).   

პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა (შაბათ-კვირის გარდა)11:00 საათიდან - 16:00 საათამდე.

ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარითუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)

ზაფხულის სკოლის პირველ და მეორე კლასში დასარეგისტრირებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა


მე-3 და მე-4 კლასების პროგრამა

მე-3 და მე-4 კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ხუთ საათიან კომბინირებულ პროგრამას: სასაუბრო ინგლისური, "მუსიკალური კალეიდოსკოპი", სახალისო მათემატიკა, ქართული ლიტერატურის შემოქმედებითი გაკვეთილები, სპორტული აქტივობები. კომბინირებულ პროგრამას გაუძღვებიან გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტები.  

ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 


პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 11:00 სთ-დან - 16:00 სთ-მდე.
მე-3 და მე-4 კლასების ზაფხულის პროგრამის გადასახადია  1400 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება, სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება).   

ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარითუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)

ზაფხულის სკოლის მე-3/მე-4 კლასში დასარეგისტრირებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 


მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასების პროგრამა:

მე-5 / მე-6 და მე-7 / მე-8 კლასებში გადამსვლელი მოსწავლეების ექვს მიმართულებიანი კომბინირებული პროგრამა შედგება: წიგნიერების, ინგლისურის, პრაქტიკული მათემატიკის, ხელოვნების და სახალისო მეცნიერების მიმართულებებისგან. კურსები ადაპტირებულია ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით. 

ინგლისურის და მათემატიკის კურსებს გაუძღვებიან ამერიკული აკადემიის მასწავლებლები: კენ გოფი და ლევან გოგოტიშვილი.  მეცნიერების კურსს გაუძღვება ამერიკული აკადემიის კურსდამთვრებული და ყოფილი მასწავლებელი არჩილ მაყაშვილი. ქართულის და ხელოვნების კურსებს გაუძღვებიან სპეციალურად ამ პროგრამისთვის კონკურსით შერჩეული მასწავლებელბი: თეა ტაბატაძე და ბესიკ ხარანაული. 

ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 

პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირაორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 11:00 სთ-დან - 16:00 სთ-მდე.

პროგრამის გადასახადია 1500 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვებასასწავლო მასალაექიმის მომსახურება)

ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარითუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)

ზაფხულის სკოლის მე-5/მე-6 და მე-7/მე-8 კლასში დასარეგისტრირებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 


მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ოთხ ძირითად მიმართულებას. 


პირველ და მეორე მიმართულებას გაუძღვება ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული და ამერიკული აკადემიის სპეციალური პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი 

ანამარია სუხიტაშვილი. ანამარია არის კოგნიტური ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ბაკალავრი ბრემენის უნივერსიტეტიდან (Jacobs University Bremen) და 

განათლების პოლიტიკის მაგისტრი (UCL Institute of Education) ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან. კონსულტანტის როლში თანამშრომლობს სკოლებთან და

 საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან პროექტზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე, ციფრული წიგნიერების, პიროვნული განვითარების, კომუნიკაციის 

და თანამშრომლობის უნარების მიმართულებით.


პირველი მიმართულება -" მე და ხელოვნური ინტელექტი" - ეს კურსი მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. 

მეორე მიმართულება - "ჩემი პროფესია და უნივერსიტეტები" -  ეს არის პრაქტიკული კურსი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების გაცნობიერებაში. 

მესამე მიმართულება - "ენობრივი კომპეტენცია - ჩემი ინგლისური " - არის ინტერაქციული კურსი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა მეტყველების, პრეზენტაციის და ინტერვიუს უნარების გაძლიერებას და წლების განმავლობაში დასწავლილი სიტყვების და გრამატიკის აქტივაციას.  ამ კურსის ავტორი ამერიკული აკადემიის საყვარელი მასწავლებელი და ამერიკელი პედაგოგი კენ გოფია.  კენის პროფესიონალიზმი და 20+ წლიანი გამოცდილება ინგლისური ენის და მსოფლიო ლიტერატურის სწავლებაში შეუფასებელია. 

მეოთხე მიმართულება - "ვინ ვარ მე" - აღმოაჩინე და შეიცანი საკუთარი თავი! გინდა გაიგო, როგორ მუშაობს გონება? როგორ დაარეგულირო ემოციები, გაუმკლავდე სტრესს და უკეთ გაუგო ადამიანებს შენ გარშემო? ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინტერაქტიულ ფსიქოლოგიის კურსს  გაუძღვება ამერიკული აკადემიის ფსიქოლოგი, ნინო მღებრიშვილი. ნინო ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების მაგისტრია, მოზარდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. 

სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალა- აკადემია ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოებითა და სასწავლო მასალით უზრუნველყოფს.

პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირაორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 11:00 სთ-დან - 16:00 სთ-მდე.

მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ზაფხულის პროგრამის გადასახადია 1500 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვებასასწავლო მასალაექიმის მომსახურება).

ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარითუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)

ზაფხულის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში დასარეგისტრირებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 


საზაფხულო სკოლის ადმინისტრაცია

ლეო კვაჭაძის ქ. 7ა,  თბილისი 0186

ტელ: (995) 322-227889

მობ.: (995) 558 170-174

ფაქსი: (995) 322-227441

ვებ-გვერდი: www.gzaat.org 

ელ-ფოსტა: ssiamashvili@aat.ge; gzhuruli@aat.ge, ktopadze@aat.ge


ზაფხულოს სკოლის ბანკის რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში

ანგარიშის ნომერი: GE21TB0600000022467805

დანიშნულება: საზაფხულო სკოლა,  სტუდენტისსახელი, გვარი


გალერეა