აკადემიის მოსწავლის, გიორგი კახიანის წარმატება წყალბურთის ტურნირზე
მარტი 21, 2023

ამერიკული აკადემიის მოსწავლემ, გიორგი კახიანმა საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში, თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა. ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
მესამე ტურის მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა ლიეტუვის ნაკრები 12:8 დაამარცხეს.
ვულოცავთ გიორგის და მის თანაგუნდელებს ამ წარმატებას!