ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა გაეროს მოდელირების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა
მარტი 28, 2023

13 – 19 მარტს გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროგრამაში, ნიუ იორკში, აშშ. ისინი გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარსდგნენ დელეგატებად და წარმოადგინეს ლატვიის ქვეყანა და მისი ინტერესები.
პროგრამის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში და მოიპოვეს გაეროს მოდელირების პროგრამაში მონაწილეობის საერთაშორისო სერთიფიკატები.
პროექტის ფარგლებში ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც მონაწილეობას იღებდა 1000- მდე მოსწავლე.
აქვე მადლობა გვინდა გადავუხადოთ აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს, ჩვენი მოსწავლეების მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის.