პროფესიების გამოფენა ამერიკულ აკადემიაში
მაისი 08, 2023

28 აპრილს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, პროფესიების გამოფენა (Career Fair) გაიმართა, სადაც მეათე კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროფესიები წარმოადგინეს. მათ შორის : დიზაინი და ხელოვნება; რეჟისურა და თეატრალური ხელოვნება; სტუმართმოყვარეობა და სასტუმროს მენეჯმენტი; ციფრული კომუნიკაციები; მეწარმეობა და ინოვაცია; ფინანსები; კომპიუტერული მეცნიერებები; ასტრობიოლოგია; კრიმინოლოგია; ენოლოგია; ხელოვნური ინტელექტი; ბიოსამედიცინო ინჟინერია.