საქველმოქმედო აქცია სოფელ ხურვალეთში

აპრილი 26, 2024

ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა - ანა ჩხაიძემ, ანასტასია ლურსმანაშვილმა და ნიკოლოზ ძმანაშვილმა გორის სკოლა „ეისი“-ს მოსწავლეებთან ერთად საქველმოქმედო აქცია გამართეს და ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს კონფლიქტისპირა სოფელ ხურვალეთში მოხუცებულთა სახლში „სახლი საზღვრების გარეშე“.თავშესაფრის დირექტორმა ქალბატონმა ლუდა სალიამ აღნიშნა, რომ კონფლიქტისპირა სოფელში მცხოვრები მოხუცებისთვის მოსწავლეების სტუმრობა განსაკუთრებული ფაქტია და თქვა, რომ გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მხრიდან თავშესაფრის დახმარების ეს უკვე მეორე შემთხვევაა: რამდენიმე წლის წინ ამერიკული აკადემიის მოსწავლეებისა და მშობლების ინიციატივით თავშესაფარში დამონტაჟდა ლიფტი.

ხურვალეთში ვიზიტი საქველმოქმედო ქსელ „თაობების“ ინიციატივაა, რომელიც 2024 წლის იანვარში დააფუძნეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ანა ჩხაიძემ, ნინია ქადაგიძემ, თათული მაღრაძემ, ანასტასია ჯიბლაძემ, ანასტასია ლურსმანაშვილმა, ნიკოლოზ ძმანაშვილმა, ალექსანდრე ლავროვმა, ნინი ქიქოძემ.

ქსელის მიზანია საქართველოს მასშტაბით მოსწავლეების მობიზილება ბავშვთა სახლების, მოხუცთა პანსიონატების, შ.შ.მ პირთა ორგანიზაციების, სოციალურად დაუცველთა დახმარების მიზნით. ამგვარი ქსელი საშუალებას მოგცვემს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აღირიცხოს სოციალურად დაუცველთა საჭიროებები და დამენეჯმენტდეს მათი დახმარების პროცესი.ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა  ასევე, ჰუმანიტარული დახმარება მიიტანეს თბილისში მოხუცებულთა სამ თავშესაფარში: „კათარზისი“, „ჩემი ოჯახი“ და "სიკეთის ლამპარი".