ფრანგული ინსტიტუტის ვიზიტი ამერიკულ აკადემიაში

ივნისი 02, 2025

გასულ კვირას ამერიკულ აკადემიას საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ესტუმრა. 

ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩვენს მოსწავლეებს ინფორმაცია გაუზიარეს საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში ფრანგულად და ინგლისურად სწავლის და ასევე, ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდების შესახებ.

მოსწავლეებს შეხვდნენ Paris 1 Panthéon-Sorbonne და Sciences Po უნივერსიტეტის სტუდენტები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

ამერიკული აკადემია მადლობას უხდის საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისათვის.