ამერიკული აკადემიის დღეები

ივნისი 09, 2025

23 მაისს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულმა აკადემიამ ტრადიციული ღონისძიება – AAT Day აღნიშნა. ღონისძიება გაიმართა საღამოს, სადაც მოსწავლეებმა მათ მიერვე დადგმული ცეკვები შეასრულეს შერჩეული ისტორიული და გამოგონილი თემების მიხედვით. 

თითოეულ წარმოდგენაში გამოვლინდა მოსწავლეების შრომა და შემოქმედებითობა. 

დიდი მადლობა ყველა მონაწილესა და სტუმარს,  ვინც ჩვენთან ერთად იზეიმა აკადემიის დღე.