ჩვენი აკადემიის გუნდი STEM ოლიმპიადის ფინალში!
ივნისი 16, 2025

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ ორგანიზებული STEM ოლიმპიადის ფინალისტთა საუკეთესო ათეულში ჩვენი აკადემიის გუნდმა ღირსეული ადგილი დაიკავა!
ოლიმპიადაში 130-ზე მეტი სკოლიდან 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, რაც ამ წარმატებას კიდევ უფრო აღსანიშნავს ხდის.
გულითადად ვულოცავთ თითოეულ გუნდს ამ შესანიშნავ მიღწევას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აკადემიაში მათემატიკის კლუბი დაარსდა ჩვენი მათემატიკის მასწავლებლის, გიორგი მჭედლიშვილისა, და უკვე 2025 წლის კურსდამთავრებულის, ანა-მარია კანდის, ერთობლივი ინიციატივით. ანა-მარიამ, თავისი მაღალი ინტელექტითა და გამორჩეული ადამიანური თვისებებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა ხარისხიან მომზადებაში.
ვულოცავთ ჩვენს გამორჩეულ გუნდს, მის ხელმძღვანელს — გიორგი მჭედლიშვილსა და ამ ინიციატივის თანაავტორს, ანნა-მარია კანდს, რომელთა მხარდაჭერითაც გუნდმა ფინალამდე გზა წარმატებით გაიარა.
ჩვენს გუნდს დიდ წარმატებას ვუსურვებთ ფინალში — გვჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება გველის!
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School
George Mchedlishvili Anna-Maria Kand; Tako Tumanishvili; Nia Janashia; Ilia Davarashvili; Nikoloz Kiladze; Misho Sharvashidze