მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები ცერემონიალი
ივნისი 16, 2025

2025 წ. 7 ივნისს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა სკოლიის აუდიტორიაში, ლისზე. აკადემია წელს სამოცდახუთმა მოსწავლემ დაამთავრა.
გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარდგნენ: რობინ ლ. დანიგანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში; გიორგი ბაზღაძე, აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე; და ანდრეს ხ. კრუზი, აკადემიის დირექტორი.
2025 წლის კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულებს სახელობითი მედლები გადაეცათ: თომასის მედალი - ანი ჩიქოვანს, ხოლო მასწავლებელთა მედალი - ანნა მარია კანდს. ელენე მანსვეტაშვილმა კლასის სახელით გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოსთქვა.
ბოლო წლების განმავლობაში ამერიკულმა აკადემიამ დაამკვიდრა ტრადიცია, მიიწვიოს წინა წლების კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიალზე, რათა ოფიციალურად მიულოცონ ახალ დამთავრებულ მოსწავლეებს კურსდამთავრებულთა საზოგადოების წევრობა. წელს ეს პატივი წილად ხვდათ 2007 წლის კურსდამთავრებულებს. მათი წარმომადგენელი, სოფიო ჩხეიძე, გულთბილი სიტყვებით მიესალმა 2025 წლის გამოშვებას და ხაზგასმით აღნიშნა მტკიცე კავშირი, რომელიც ამერიკული აკადემიის ყველა კურსდამთავრებულს აერთიანებს.
2025 წლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნის 85 უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და სტიპენდიებისა და ფინანსური შეღავათების სახით 2 მილიონ დოლარამდე მოიპოვეს.
ღონისძიების დასასრულს, 2025 წლის კურსდამთავრებულებმა აკადემიის ჰიმნი შეასრულეს.
ვულოცავთ 2025 წლის კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულებას და წინ საინტერესო თავგადასავლებსა და აღმოჩენებს ვუსურვებთ!