შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

მარტი 16, 2026

სს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ (ს/ნ 204958000)
ადრესატი: სს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“-ს აქციონერებს.
სს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“-ს დირექტორის გადაწყვეტილებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად,

 გიწვევთ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე.


1. კრების ჩატარების დრო და ადგილი:
1.1. თარიღი: 2026 წლის 02 აპრილი
1.2. დრო: 15:00 საათი
1.3. ადგილი: სს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N37ა.
2. დღის წესრიგი:
2.1. სს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“-ს სახელწოდების შეცვლა.
2.2. სს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“-ს რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების განხორციელება (ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა).
2.3.„სს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“-ს ახალი წესდების დამტკიცება.
3.გადაწყვეტილების მიღების წესი:
3.1.საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან.
3.2.კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით.


აქციონერთა საერთო კრების მოწვევაზე პასუხისმგებელი პირი:


დირექტორი - ანდრეს ხოსე კრუზ ტორესი __________________________________


თარიღი: 12.03.2026