აკადემიაში ჩარიცხვის წესები
აკადემიაში ძირითადი მიღების პროცესი მერვე კლასში იწყება, შესაბამისად, მერვე კლასი თავიდანვე მთლიანად კომპლექტდება. განაცხადის შემოტანა შეუძლია ყველა შვიდკლასდამთავრებულ მოსწავლეს.
VIII კლასის პირველ სემესტრში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მოსწავლეები, რომლებიც ცუდად ან საერთოდ არ ფლობენ ქართულ ენას VIII კლასის პროგრამაზე არ განიხილებიან.
ადგილების გამოთავისუფლების შემთხვევაში, სკოლა შესაძლებლად მიიჩნევს მოსწავლეთა მიღებას მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში (გამონაკლისის სახით), მაგრამ ასეთმა მოსწავლეებმა აკადემიური მომზადებისა და ინგლისურის ცოდნის განსაკუთრებით მაღალი დონე უნდა აჩვენონ.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მაღალ კლასებში (IX-XI) მისაღები კონკურსი ცხადდება სარეზერვო სიისთვის. ეს განპირობებულია იმით, რომ მისაღები გამოცდების პერიოდში სკოლას, როგორც წესი, არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია კლასებში შესაძლო თავისუფალი ადგილების შესახებ.
მერვე კლასში ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში უნდა გაიარონ ტესტირება, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად ფასდება: ტესტირება ქართულ და ინგლისურ ენებში და მათემატიკაში, ხოლო IX-XI კლასებში ჩაბარების მსურველები მხოლოდ ინგლისურსა და მათემატიკაში გაივლიან ტესტირებას. საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. ტესტებში და გასაუბრებაში მიღებული ქულები განსაზღვრავს, თუ რომელი მოსწავლეები ჩაირიცხებიან აკადემიაში.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებმა დროულად უნდა ჩააყენონ სკოლა საქმის კურსში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლის მდგომარეობის დამატებითი შეფასება გახდეს საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, რომ სკოლა მზად არის საჭირო დახმარების გასაწევად.
რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გადადით გვერდზე მიღების წესები.
ჩამოტვირთეთ 2025-2026 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების განრიგი
VIII-XI კლასებში მისაღები გამოცდების განრიგი | ||
2025-2026 სასწავლო წელი | ||
თარიღი | დრო | აქტივობა |
პარასკევი, 28 თებერვალი | 17:00 | ღია კარის დღე (VIII-XI კლასები) |
კვირა, 16 მარტი | -- | ტესტირებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა (VIII-XI კლასები) |
ორშაბათი, 24 მარტი | 16:00 | ტესტირება ინგლისურ ენაში (VIII კლასი) |
სამშაბათი, 25 მარტი | 16:00 | ტესტირება ქართულ ენაში (VIII კლასი) |
ოთხშაბათი, 26 მარტი | 16:00 | ტესტირება მათემატიკაში (VIII კლასი) |
ხუთშაბათი, 27 მარტი | 16:00 | ტესტირება ინგლისურ ენაში (IX-XI კლასები) |
პარასკევი, 28 მარტი | 16:00 | ტესტირება მათემატიკაში (IX-XI კლასები) |
ოთხშაბათი, 16 აპრილი | 18:00 | ტესტირების შედეგების გამოქვეყნება (VIII--XI კლასები) |
ხუთშაბათი, 17 აპრილი | 18:00 | საინფორმაციო შეხვედრა სწავლის განსხვავებული გადასახადის შესახებ |
სამშაბათი, 22-29 აპრილი | დამატებით გამოქვეყნდება | ინდივიდუალური გასაუბრება (VIII-XI კლასები) |
პარასკევი, 2 მაისი | 18:00 | ჩარიცხულ მოსწავლეთა და სარეზერვო სიების გამოქვეყნება (VIII კლასი) |
სამშაბათი, 6 მაისი | 18:00 | სარეზერვო სიის გამოქვეყნება (IX-XI კლასები) |
სამშაბათი, 13 მაისი | 18:00 | სწავლის განსხვავებული გადასახადის მოთხოვნაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა |
ხუთშაბათი, 22 მაისი | მშობლებიელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ სწავლის განსხვავებული საფასურის დამდგენი კომისიის წერილობით პასუხს | |
სამშაბათი, 27 მაისი | 18:00 | მშობლების საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობა სკოლას |
ოთხშაბათი, 28-31 მაისი | ხელშეკრულება მშობელსა და აკადემიას შორის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის თაობაზე (VIII-XI კლასები) ელ. ფოსტით გამოიგზავნება | |
სამშაბათი, 2 ივნისი | ენობრივი უნარების კითხვარიელ. ფოსტით გამოიგზავნება |
ამერიკულ აკადემიაში 2025-2026 სასწავლო წელს ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!
ამერიკული აკადემიის VIII-XI კლასებში ჩაბარების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და ატვირთონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:
- ერთი ელ. ფოტოსურათი (ზომა 3X4);
- დაბადების მოწმობა (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი*); *თუკი დაბადების მოწმობაზე დატანილია შტრიხკოდი, ნოტარიალური დამოწმება არ ესაჭიროება
- ნიშნების ფურცელი (პირველი სემესტრი);
- მოსწავლის ხელნაწერი განცხადება ინგლისურ ენაზე, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ რატომ სურს ამერიკულ აკადემიაში სწავლა;
- განაცხადის განხილვის საფასურის (150 ლარი) გადახდის საბუთი (TBC ბანკია/ა # GE21TB06 0000 0022 4678 05).
შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა (VIII-XI კლასები)
შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: admissions@aat.ge
ამერიკულ აკადემიაში ჩაბარების მსურველებმა, მისაღები გამოცდები უნდა ჩააბარონ. მერვე კლასში ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში უნდა გაიარონ ტესტირება, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად ფასდება: ტესტირება ქართულ და ინგლისურ ენებში და მათემატიკაში, ხოლო IX-XI კლასებში ჩაბარების მსურველები მხოლოდ ინგლისურსა და მათემატიკაში გაივლიან ტესტირებას. საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. ტესტებში და გასაუბრებაში მიღებული ქულები განსაზღვრავს, თუ რომელი მოსწავლეები ჩაირიცხებიან აკადემიაში.
ჩამოტვირთეთ მისაღები გამოცდების ნიმუშები:
ინდივიდუალური გასაუბრება:
მიღების პროცესის საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ინდივიდუალური გასაუბრება უტარდებათ. იხილეთ სავარაუდო შეკითხვები, რომელსაც მოსწავლეებს გასაუბრების დროს ვეკითხებით:
- რატომ გსურთ აკადემიაში ჩაბარება?
- თქვენი საყვარელი ნაწარმოები?
- სპორტით თუ ხართ დაკავებული?
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- რა გატაცებები გაქვთ?
- როგორია თქვენი სამომავლო მიზნები? და ა. შ.